საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევი მომზადდება – სამინისტრო

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევი მომზადდება – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ (სბმკ) „ორქისის“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ბოლო წლებში, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული 14 დარგი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდირებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები, გამოვლენილია დარგობრივი შესაძლებლობები, შემუშავებულია დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის მომზადებას ითვალისწინებს. გზამკვლევი განსაზღვრავს იმ გზას, რაც საქართველომ ცირკულარული გარდაქმნის გზაზე უნდა გაიაროს. მსოფლიომ აღიარა, რომ რესურსები არის ამოწურვადი, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოებაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება უნარჩენო წარმოებისთვის, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და ა.შ ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისებას“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების და გარემოსთვის. ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა, რასაც ცირკულარული ეკონომიკა მოიცავს, კავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან.

საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საკვანძო უწყებების აქტიური ჩართულობით.

პირველ პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქუტაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის (სბმკ) „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…